ერაყში აფეთქებების სერიას 60 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აფეთქებების სერიას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა რამადანის თვის დასასრულის ხსნილის დღესასწაულის დროს. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების თანახმად, შაბათის თავდასხმების სამიზნე იყო გარე ბაზარი ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთში. სულ მცირე რვა სხვა აფეთქება მოხდა კაფეებში, ბაზრებზე და რესტორნებში, უპირატესად შიიტებით დასახლებულ არეალებში. აფეთქებები მოხდა რამადანის დასრულების დროს უშიშიროების ზომების გაძლიერების მიუხედავად. მაჰმადიანთა წმინდა თვის განმავლობაში 670 ადამიან დახოცეს, რაც სარეკორდოა 2007 წლის შემდეგ. ერაყის მთავრობის თანახმად, ივლისში დახოცილთა რიცხმა ათასს მიაღწია.