ტაივანის ბირთვული რეაქტორიდან რადიაცია სამ წელზე მეტ ხანს ჟონავდა

ტაივანის მთავრობის ბირთვული სამეთვალყურეო უწყების თანახმად, ამ ქვეყნის მოძველებული ბირთვული რეაქტორიდან სამნახევარი წლის განმავლობაში ჟონავდა რადიოაქტიური წყალი და მიწისქვეშა წყლებში ჩაედინებოდა. უწყების ანგარიშის მიხედვით, 2009 წელს, ოპერატორმა ფირმამ იცოდა გაჟონვის შესახებ, მაგრამ მიზეზი ვერ დაადგინა და ჟონვა გაგრძელდა. ტაივანის საზოგადოებაში კამათია ბირთვული რეაქტორების თაობაზე. კანოენმდებლები მალე მიიღებენ კანონს რეფერენდუმის შესახებ, რომელზეც საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ამ ქვეყნის მეოთხე, სამომავლო რეაქტორის ბედი. ფუკუშიმის კატასტროფის შემდეგ, ტაივანში მოქალაქეებს შორის მზარდი შეშფოთებაა ბირთვული ენერგიის გამო.