პაკისტანში აშშ-ის ერთ-ერთ საკონსულოს დროებით დატოვებს მისი პერსონალის ნაწილი

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში აშშ-ის საკონსულოს დროებით დატოვებს პერსონალი, რომლის მუშაობაც აუცილებელი არ არის საკონსულოს ფუნქციის შესასრულებლად. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც ამ კონტექსტში „კონკრეტულ საფრთხეებს“ ახსენებს. ამასთან, ისლამაბადში შეერთებული შტატების საელჩოს პრესმდივნის ცნობით, საფრთხეები არ უკავშირდება ტერორისტების მუქარას, რომლის გამოც შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე კვირაში 20-მდე დიპლომატიური მისია დახურა ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში. სახელმწიფო დეპარტამენტი შეერთებული შტატების მოქალაქეებს ასევე მოუწოდებს, თავი შეიკავონ პაკისტანში გამგზავრებისაგან, „რამდენიმე უცხოურ და ადგილობრივ ტერორისტულ ჯგუფთან“ დაკავშირებული საფრთხის გამო.