„ტრაქტორების საქმეზე“ დაკავებული 2 პიროვნება გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ე.წ. „ტრაქტორების საქმეზე“ დაკავებული ვაჟა ნახუცრიშვილი და გივი ქაიხოსროშვილი. პატიმრობაში მყოფი გივი ქაიხოსროშვილისა და ვაჟა ნახუცრიშვილის აღკვეთის ღონისძიების შესახებ შეცვლის შესახებ მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გირაოს ოდენობა 10 000 ლარით განისაზღვრა. პროკურატურამ დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს 2 აგვისტოს მიმართა.