მავთულხლართები ომიდან ხუთი წლის შემდეგ

Your browser doesn’t support HTML5

2008 წლის აგვისტოს ომიდან 5 წლის შემდეგ რუსი სამხედროები კვლავ აგრძელებენ სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის მშენებლობას. პროცესი 2011 წელს დაიწყო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, ის უფრო ინტენსიური 2013 წელს გახდა. დღეისათვის მავთულხლართები და დამცავი ღობეები განთავსებულია ადმინისტრაციული საზღვრის დაახლოებით 32 კილომეტრზე.