თბილისში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტზე მსჯელობენ

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი ერთობლივ სემინარს ატარებენ. სემინარის მიზანი საგზაო-სამშენებლო ინდუსტრიისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიის გამართვაა. სემინარში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის გარდა, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.