ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქებისას. საქართველოს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მანქანაში გაზის ჩატუმბვის დროს მოხდა. დაშავებულები ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს. ადგილზე მობილიზებულ იქნა სახანძრო-სამაშველო სამსახური, მუშაობას შეუდგნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.