საქართველოს პრეზიდენტმა თენგიზ გუნავა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა შეიწყალა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა გუნავას, რომელიც დამნაშავედ ცნო ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში.