"ციყვების დასახლება" უციყვებოდ?

Your browser doesn’t support HTML5

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ციყვების დასახლებაში", სამშაბათს დილიდან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრება. ისინი ხეების ჭრას აპროტესტებენ. "ციყვების დასახლების" სარეკრეაციო ზონას თბილისის მერიამ სტატუსი შეუცვალა, რის შემდეგაც კერძო კომპანიამ იქ რესტორნის მშენებლობა დაიწყო. მოსახლეობა მშენებლობის შეჩერებასა და პარკის შენარჩუნებას ითხოვს.