აქცია C ჰეპატიტის წამლების გაიაფების მოთხოვნით
Your browser doesn’t support HTML5
24 ივლისს, თბილისში, ფარმაცევტული კომპანიების „როშისა“ და „მარკის“ ოფისებთან საპროტესტო აქციები გამართეს „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატები მეტისმეტად ძვირია და ავადმყოფებს მათი შეძენა უჭირთ. აქციის მონაწილეებმა კომპანიებს წამლების გაიაფებისკენ მოუწოდეს.