სირიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთი და სირია დამასკისათვის სესხის გამოყოფაზე მსჯელობენ. ვიცე-პრემიერ ქადრი ჯამილის თანახმად, აღნიშნული საკითხი რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. სირიის მთავრობა იმედოვნებს, რომ სესხის შესახებ შეთანხმებას წლის ბოლომდე მოაწერენ ხელს. თავად ლავროვმა პრესკონფერენციაზე ვიცე-პრემიერ ქადრი ჯამილის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, თქვენი დღევანდელი ვიზიტი მოსკოვში, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები იმაზე, თუ როგორ ვითარდება მოვლენები სირიაში, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ იგი პოლიტიკური კალაპოტში მოექცეს.“ ლავროვის თქმით, დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის მიზანი უნდა იყოს სირიიდან ყველა „ტერორისტული და ექსტრემისტული“ ჯგუფის გაძევება. სირიის ვიცე პრემიერ-მინისტრ ვიცე-პრემიერ ქადრი ჯამილის თქმით, კვლავაც ძალაშია რუსეთისაგან S-300 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შეძენის საკითხიც.