ლინჩის წესი
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ შარშანდელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაიწყო სამართლიანობის აღდგენის ხანა. თუმცა, ზოგიერთის აზრით, მიმდინარე მოვლენები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უფრო ჰგავს. ეს ხალხი განსაკუთრებით შეშფოთებულია შურისძიებისა და მოქალაქეთა გაუსამართლებლად დასჯის ვნებით, რომელიც, როგორც ისინი ფიქრობენ, არა და არ ცხრება. ამ ვნებას და მოთხოვნილებას, დამნაშავე ლინჩის წესით დაისაჯოს, იურისტები, როგორც წესი, დაბალი სამოქალაქო, სამართლებრივი კულტურით ხსნიან. „წითელი ზონის“ მორიგი გამოშვება ლინჩის წესით დასჯის ისტორიას ეძღვნება. გიორგი გვახარიას სტუმარია იურისტი ლია მუხაშავრია.