ქართველი სპეციალისტები შეაფასებენ იშხნის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოს

იშხნის ტაძარზე მიმდინარე სამუშაო პროცესის შესაფასებლად ქართველი სპეციალისტები თურქეთში უკვე მესამედ გაემგზავრნენ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრისა და ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები. მათ ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა იშხნის ტაძარზე მიმდინარე სამუშაო შეაფასონ და საჭიროების შემთხვევაში, თურქულ მხარეს რეკომენდაციები შესთავაზონ.