ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევის თანახმად, კოალიცია "ქართული ოცნების" მოწონების მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით, 60-დან 52 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოქმედი კოალიციის რეიტინგი, რამდენჯერმე აღემატება მეორე ადგილზე მყოფ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. კითხვაზე, რომელი პარტიაა თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, "ნაციონალური მოძრაობა" 10 პროცენტმა დაასახელა. გამოკითხულთა 15 პროცენტი კი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29 პროცენტი საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა, 10 პროცენტი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს დაუჭერს მხარს, 5 პროცენტი - ბურჯანაძეს, 4 პროცენტი – გიორგი თარგამაძეს, 3 პროცენტი – შალვა ნათელაშვილს. კვლევა 12-26 ივნის ჩატარდა და 2338 ადამიანი გამოიკითხა.