ბაღდადის მეჩეთებთან აფეთქებებმა 20-მდე ადამიანი შეიწირა

ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ბაღდადში სუნიტური მეჩეთების წინააღმდეგ მიმართული აფეთქებების შედეგად. მათგან, სულ ცოტა, 16 ადამიანი შეიწირა აფეთქებამ დურის უბანში შაბათს, საღამოს ლოცვის დასრულებიდან ცოტა ხანში. მას მალე მოჰყვა მეორე აფეთქება ბაღდადის სხვა უბანში მდებარე მეჩეთთან. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.