რუსეთს ჯერ არ მიუღია სნოუდენისაგან თავშესაფრის თხოვნა

რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის განცხადებით, თავშესაფრის თხოვნით მისთვის ჯერ არ მიუმართავს შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილ კონტრაქტორს, ედვარდ სნოუდენს, რომელსაც აშშ ჯაშუშობაში ადანაშაულებს. განცხადება, რომ სნოუდენის მიმართვა ჯერ არ მიუღიათ, შაბათს გააკეთა რუსეთის საიმიგირაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ რომოდანოვსკიმ. სნოუდენმა პარასკევს, მოსკოვის აეროპორტში უფლებადამცველებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთში თავშესაფრის მიღებას შეეცდება. ის შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იმყოფება მას შემდეგ, რაც 23 ივნისს ჩაფრინდა ჰონ-კონგიდან მოსოკოვში. შეერთებულ შტატებს მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული თვალთვალის საიდუმლო პროგრამის გამო ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე. თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა პარასკევს ტელეფონით ისაუბრეს სნოუდენის შესახებ. ობამას ადმინისტრაცია მის ექსტრადიციას მოითხოვს.