აშშ ეგვიპტელ სამხედროებს მოუწოდებს, გაათავისუფლონ დახმობილი პრეზიდენტი მოჰამად მურსი. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ჯენ პსაკის განცხადებით, ვაშინგტონი უერთდება მურსის გათავისუფლებისაკენ მოწოდებას, რომლითაც გერმანია გამოვიდა. დამხობილი პრეზიდენტი, რომელიც ისლამისტების მხარდაჭერით სარგებლობს, საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც ის 3 ივლისს გადააყენეს. ოფიციალური პირების ცნობით, მურსი დაკავებულია რესპუბლიკური გვარდიის კომპლექსში, კაიროში. პარასკევს მურსის ათიათასობით მომხრე შეიკრიბა დემონსტრაციაზე პრეზიდენტის პოსტზე მისი დაბრუნების მოთხოვნით. აქციები გამართეს მურსის ოპონენტებმაც.