დევნილობაში მყოფი ამერიკელი „ვისლბლოუერის“ ედვარდ სნოუდენისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა მას „პროპაგანდის საშუალებას“ მისცემს და შესაძლო დააზიანოს აშშ-რუსეთის ურთიერთობას. ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომელმაც განაცხადა, რომ სნოუდენი ექსტრადირებული უნდა იყოს სამშობლოში. „ჩვენ ვრჩებით პოზიციაზე, რომ არ გვსურს და არ უნდა მოხდეს, რომ დაზიანდეს რუსეთთან ჩვენი მნიშვნელოვანი თანამშრომლობა და ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას აბსოლუტურად მყარი პოზიციიდან, რომ არსებობს სრულიად კანონიერი დასაბუთება სნოუდენის ექსტრადიციისათვის, რათა იგი დააბრუნონ აშშ-ში და თვალი გაუსწოროს იმ ბრალდებები, რაც კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნებისათვის წაუყენეს“. შეერთებულ შტატებს სნოუდენზე ძებნა აქვს გამოცხადებული თვალთვალის საიდუმლო პროგრამაზე ინფორმაციის გავრცელების გამო. ეს სნოუდენის საჯაროდ გამოჩენის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ის მოსკოვში ჩაფრინდა.