პაკისტანში შიიტურ მეჩეთთან ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა, სულ ცოტა, სამი ადამიანი. პოლიციის ცნობით, აფეთქება მოხდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერ პახტუნხვის პროვინციაში. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მეჩეთთან გაჩერებულ მოტოციკლზე იყო დამაგრებული. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.