მუსლიმანთა საძმო აცხადებს, რომ უშიშროების ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს
Your browser doesn’t support HTML5
მუსლიმანთა საძმო ამბობს, რომ ეგვიპტის უშიშროების ძალებმა ჩამოგდებული პრეზიდენტის, მუჰამად მურსის მომხრეებს კაიროში დემონსტრაციების დროს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. ეგვიპტის სამხედრო წყაროები იუწყებიან, რომ შეტაკება მაშინ მოხდა, როცა “ტერორისტთა ჯგუფმა” მცადა შტურმით აეღო სამხედრო კორპუსი, სადაც მურსი ჰყავთ დაკავებული (რეიტერის ვიდეო).