ორმა კორეულმა სახელმწიფომ მიაღწიეს შეთანხმებას, კვლავ ამოქმედდეს ერთობლივი სამრეწველო კომპლექსი, კესონი. ორი ქვეყნის დელეგაციებმა ხანგძლივი მოლაპარაკება გამართეს დემილიტარიზებულ ზონაში. შეთანხმებით, ოთხშაბათს კომპლექსის ერთობლივი ინსპექცია უნდა მოეწყოს. სამრეწველო კომპლექსიდან მიღებული შემოსავალი ჩრდილოეთი კორეის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. საწარმოები დაიხურა კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ზრდის გამო.