პაკისტანში 12 ადამიანი დაიხოცა მატარებლის და მოტორიკშის შეტაკების შედეგად

პაკისტანის აღმოსავლეთში, პენჯაპის პროვინციაში 12 ადამიანი დაიხოცა მატარებლის და მოტორიკშის შეტაკების შედეგად. ავარია მოხდა, როცა რიკშის მძღოლი შეეცადა ლიანდაგები გადაეკვეთა არასწორ ადგილას. მაშველების თანახმად, ავარიისას მგზავრების რაოდენობა 16 იყო. დახოცილებს შორის სულ მცირე, ორი ბავშვია. შემთხვევა მოხდა ლაჰორთან 35 კილომეტრში, ქალაქ შეიხოპურაში. მოტორიკშა გადახურული სათვლიანი მოტოციკლია, რომელსაც მგზავრების ან ტვირთის გადასატანად იყენებენ.