ხორვატია ევროპის კავშირის წევრი გახდა

Your browser doesn’t support HTML5

30 ივნისს, შუაღამით, ზაგრებში ფოიერვერკებით შეეგებნენ ევროპის კავშირში ხორვატიის გაწევრიანებას. მას მერე, რაც ქვეყანა, რომელმაც ოცი წლის წინ მოიპოვა იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობა, ევროპის კავშირის წევრი გახდა, ბრეგანაში, ხორვატიასა და სლოვენიას შორის საზღვარზე, ევროკავშირის დროშა აღიმართა (რეიტერის ვიდეო).