ლევან სამადაშვილი საქართველოს მოქალაქეობის უკანონოდ ფლობის შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებულია 30 000-მდე ისეთი ადამიანი, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობის ფლობის პარალელურად მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც ისე, რომ ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფოსთვის არ უცნობებიათ. საქართველოს კანონმდებლობით კი ეს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს ასეთ მოქალაქეებს, ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით, სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართონ. ამ თემაზე საუბრობს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან სამადაშვილი.