დანაშაული ყველას თვალწინ
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვებს მათხოვრობას აიძულებენ, თუმცა ეს კანონით ისჯება. შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში აცხადებენ, რომ ისინი რეაგირებენ მსგავს შემთხვევებზე და სათანადო ზომებსაც იღებენ. რადიო „თავისუფლებამ“ გადაიღო ტერიტორია მელიქიშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე. ნახევარი საათის განმავლობაში კამერამ ბავშვების მათხოვრობის ხუთი შემთხვევა დააფიქსირა.