სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
Your browser doesn’t support HTML5
სტუდენტებმა ილიას უნივერსიტეტიდან თსუ-მდე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ისინი აპროტესტებენ კანონპროექტს უმაღლესი განათლების შესახებ, რომელსაც პარლამენტი დღეს განიხილავს. სტუდენტები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტი დამოუკიდებლობას დაკარგავს, რადგან აკადემიური საბჭო ვერ შეძლებს, რექტორი თავად დანიშნოს.