საქართველოსადმი მუქარის შემცველი ვიდეომასალების წარმომავლობის და ავტორის დასადგენად შსს ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს - განუცხადა ჟურნალისტებს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა. მისივე თქმით, გამოძიების პროცესში ქართველ სამართალდამცავებს აქტიურად ეხმარებიან უცხოელი პარტნიორები. გიორგობიანმა აღნიშნა, რომ გამოძიების დასრულებამდე რაიმე დამატებით ინფორმაციას შსს არ გაავრცელებს.