სამხრეთ ავღანეთში შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
Your browser doesn’t support HTML5
უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა გუნტერ კაცმა, ღრმა მწუხარება გამოთქვა 6 ივნისს, ავღანეთში, შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო და განაცხადა, რომ მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება. ჰელმანდის პროვინციის ნავზადის რაიონში, ქართულ ბაზასთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ავტომობილი ააფეთქა (რეიტერის ვიდეო).