ორი აქცია დედაენის ძეგლთან
Your browser doesn’t support HTML5
24 მაისს, თბილისში, დედაენის ძეგლთან, ერთდროულად გაიმართა ორი აქცია, რომელთა მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციელების კორდონი ჰყოფდათ. აქციის - „არა თეოკრატიას!“ - მონაწილეები ჰგმობდნენ 17 მაისს მომხდარი ძალადობის ფაქტებს და სრულფასოვან გამოძიებას მოითხოვდნენ; ხოლო პარალელურად მოწყობილ კონტრაქციაზე მისულნი პროტესტს გამოთქვამდნენ სექსუალური უმცირესობების ცხოვრების წესის პოპულარიზაციის წინააღმდეგ.