ლინა ღვინიანიძე დედაენის ბაღში დაგეგმილი აქციების შესახებ
Your browser doesn’t support HTML5
24 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე. 24 მაისს, საღამოს დედაენის ძეგლთან ორი აქციაა დაგეგმილი. პირველ აქციას, სახელწოდებით „არა თეოკრატიას“, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მართავენ, ხოლო მეორე აქციას, მოთხოვნით "აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა", ქართველ პატრიოტთა არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტი" აწყობს. ამ ორი აქციის ფონზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, მათ შორის ერთ-ერთია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. მოსალოდნელია თუ არა ”17 მაისის” განმეორება და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს?..