აქცია, რომელიც არ შედგა
Your browser doesn’t support HTML5
17 მაისისთვის თბილისში დაგეგმილი აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ ვერ ჩატარდა. რუსთაველის გამზირზე დილიდანვე შეიკრიბნენ აქციის ჩატარების ხუთი ათასამდე მოწინააღმდეგე, მათ შორის სასულიერო პირები. ლგბტ-ის წარმომადგენლები და მათი უფლებების დამცველები პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორ აქციას შორის პოლიციის კორდონი იდგა, სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეების შეჩერება ვერ მოახერხეს. ისინი თავს დაესხნენ ლგბტ-ის წარმომადგენლებს.