რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ არ უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომლებსაც სირიაში ვითარების ესკალაციის გამოწვევა შეუძლია. პუტინი ამ განცხადებით გამოვიდა სამშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ. პუტინის სიტყვები აღქმულ იქნა სირიაში საგარეო ინტერვენციის, ან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან დაპირისპირებული მეამბოხეების შეიარაღების საწინააღმდეგო განცხადებად. პუტინის განცხადების ფონია ისრაელის მიერ სირიაში სამთავრობო სამიზნეებზე მიტანილი იერიში გასულ კვირაში. ამასთან, არის ინფორმაცია, რომ მოსკოვი აპირებს სირიის რეჟიმს S-300 ტიპის ანტი-სარაკეტო სისტემები მიაწოდოს. მიმდინარე კვირაში რუსეთში ჩასვლას გეგმავს გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი. მისი შეხვედრების თემა იქნება სირიაში უკვე ორი წლის მანძილზე მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრის გზების ძიება.