ავადმყოფი უსახსრობის გამო სასწრაფო ოპერაციას ვერ იკეთებს
Your browser doesn’t support HTML5
ანდრია კასაბიანს უკვე რამდენიმე თვეა ფეხის ოპერაცია სჭირდება. ოპერაციის თანხა 6500 ლარი მას არ გააჩნია, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, სახლში არავინ მუშაობს, კასაბიანები სოციალურ დახმარებასაც ვერ იღებენ. მათ დახმარება მაღალი ქულების გამო შეუწყდათ და ხელმეორე შემოწმებაზე აქვთ განაცხადი შეტანილი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კასაბიანს ოპერაციაზე უარი უთხრა. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თამარ ბოდოკია ამბობს, რომ სავარაოდოდ ამ ოპერაციის დაფინანსება 1 ივლისიდან, საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედების შემდეგ გახდება შესაძლებელი.