საარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ მოწყობილი ორი იერიშის შედეგად პაკისტანში სამშაბათს სულ მცირე 12 კაცი დაიღუპა. ოთხი კაცი დაიღუპა გზაზე დადებული ნაღმის აფეთქების შედეგად ხაიბერ პახტუნყვის პროვინციის ლოვერ დირის რაიონში. დაღუპულები არიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ასიფ ალი ზარდარის პაკისტანის სახალხო პარტიის მხარდამჭერები. კიდევ რვა კაცი დაიღუპა ქვეყნის იმავე პროვინციაში მომხდარი აფეთქების დროს, რომლის სამიზნეც ისლამისტი პოლიტიკოსი მუფთი სიად ჯანანზე იყო. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ისლამისტური ჯამიატ ულემა ე ისლამის პარტიის კანდიდატის კამპანიის მხარდამჭერთა მსვლელობა ზენიტში იყო. მოტოციკლზე მჯდარმა თვითმკვლელმა დანაღმული ჟილეტი მსვლელობის შუაგულში ააფეთქა. მუფთი გადაურჩა დაზიანებას, თუმცა არის რამდენიმე დაღუპული. პროვინციის ისლამისტური პარტიის დეპუტატობის კანდიდატზე ეს უკვე მეორე თავდასხმაა. საპარლამენტო არჩევნები პაკისტანში 11 მაისსაა დაგეგმილი.