წყლის მართვა - წყლის ქვეყანაში
Your browser doesn’t support HTML5
იმის გამო, რომ ნიდერლანდების ტერიტორიის 40% ზღვის დონის დაბლა მდებარეობს, წყლის მართვას იქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ჰოლანდიას წყალდიდობისგან დამცავი უნიკალური და საკმაოდ ძვირად ღირებული სისტემა აქვს, თუმცა, როგორც ჰოლანდიელი სპეციალისტები ამბობენ, მათ ურჩევნიათ დიდი ფინანსები საფრთხის პრევენციისათვის დახარჯონ, ვიდრე უფრო მეტი ფული გადაიხადონ სტიქიით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად.