19 აპრილს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა „ახალი ეროვნული მოძრაობის“ დაწყების შესახებ ამცნეს საზოგადოებას. რა იგულისხმება „ახალ ეროვნულ მოძრაობაში“ და რა გამოხმაურება მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგს, დევიზით ”ევროპული არჩევანი”?
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა 19 აპრილს "ახალი ეროვნული მოძრაობის" დაწყების შესახებ ამცნეს საზოგადოებას. "ახალი ეროვნული მოძრაობის" მიზნებზე ვრცლად ისაუბრა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ. მისი განმარტებით, „ახალი ეროვნული მოძრაობა“ სამ მნიშვნელოვან პრინციპს დაეფუძნება. ესენია: ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება, პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება და ქვეყნის მოდერნიზაცია, გლობალურ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ფუნქციის ახლებური გააზრება. გიორგი ვაშაძემ „ახალი ეროვნული მოძრაობის“ ფარგლებში საქართველო-რუსეთის ურთიერთობის არსიც განმარტა:
”ახალი ეროვნული მოძრაობა, ეს არ არის რუსეთის სიძულვილი, და ამას მინდა განსაკუთრებით ამ შეხვედრაზე გავუსვა ხაზი, ეს არის ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, იმისთვის, რომ მათ ჩვენი პატივისცემა, ჩვენი ღირსეულ პარტნიორად ყოფნა აღიქვან და, რაც მთავარია, ამას საქართველოს გაერთიანება მოჰყვეს აუცილებლად და ეს ჩვენი შეუბღალავი მიზანია, ყველასი ერთად”.
მიტინგზე გამოსულმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი საზოგადოებას მისვლისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ხმები „ნაციონალური მოძრაობის“ გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც 21 თებერვალს დააანონსა 19 აპრილის მიტინგი, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ გამოსვლისას თქვა, რომ 19 აპრილი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში და ამ დღის შემდეგ ვერც ივანიშვილი, ვერც მისი მინისტრები, ვერც პუტინი ვერ გაბედავენ იოცნებონ, რომ საქართველო ოდესმე დაშორდება ევროპას. ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა თავისი ენერგია - და თუნდაც თავისი ფული -მოახმაროს საქართველოს კეთილდღეობას. სხვა შემთხვევაში მან შეიძლება საკუთარი ვადა ბოლომდე ვერ მიიყვანოს:
”თუ ბიძინა ივანიშვილს უნდა საქართველოს ისტორიაში დარჩეს ადამიანად, რომელმაც თუნდაც რაღაც გააკეთა, მას აქვს ამის შანსი და ჩვენ მზად ვართ, თუ ამას გააკეთებს, მხარი შევუწყოთ, მაგრამ ჯერჯერობით ამ მთავრობას ტყუილის, შანტაჟის, კომპრომატების გამოყრის გარდა, არაფერი გაუკეთებია და ამ გზით ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ჩაეწეროს არაპოპულარული პოლიტიკოსების სიაში და არ მიეცეს მას საშუალება ბოლომდე მიიყვანოს საკუთარი ვადა”.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციას მომიტინგეების რიგების გავლით შეუერთდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან ტრიბუნიდან მიმართა საზოგადოებას და ხელისუფლებას და განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული და არის კონსტრუქციული ოპოზიცია:
”როცა ჩვენი ხელისუფლება იყო, ჩვენი ოპოზიცია იდგა მოღალატეობის პოზიციაზე და ჩვენი ოპოზიცია იღვიძებდა დილით იმითი, თუ როგორ მიყიდვოდა მტერს, როგორ წასულიყო კრემლში, როგორ ჩაებარებინა აღლუმი პუტინთან ერთად და თქვენ გყავთ ოპოზიცია, რომელსაც უყვარს ქვეყანა, ამიტომ ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენ უღალატოთ ქვეყანას, თქვენ განუდგეთ ქვეყანას და თქვენ ჩააბაროთ ქვეყანა ქვეყნის მტრებს”.
19 აპრილის მიტინგი პრეზიდენტის გამოსვლით დასრულდა. აქციას, გავრცელებული ინფორმაციით, 5-დან 10 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე მისული ადამიანები იმეორებდნენ იმ სიტყვებს, რომლებიც მიტინგის დაანონსების შემდეგ ისმოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ლიდერის მხრიდან:
”ბევრი ძალიან კარგი მახსოვს იმ მთავრობის მხრიდან და მართლაც ასეთი დაუნახაობა სრულიად წარმოუდგენელია ჩემთვის”.
”რას ვუერთდები და იმას, რომ საქართველო გვინდა ჩვენი და არა რუსეთის და ამ საფრთხეს რომ არ ვგრძნობდე, აქ არ ვიქნებოდი”.
”ხალხის დასაქმების მაგივრად, ყრიან გარეთ ქუჩებში და იმის მაგივრად, რომ ნატოსკენ წავიდეთ, მივდივართ რუსეთისკენ”.
”დასავლურ კურსს ვუჭერ მხარს. რუსეთისგან არასდროს სიკეთე არ ჰქონია საქართველოს არც დღეს, არ მომავალში”.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას საპარლამენტო უმრავლესობაც გამოეხმაურა. დავით საგანელიძისთვის კვლავ გამოცანად დარჩა, თუ რისი თქმა სურდა „ნაციონალურ მოძრაობას“ 19 აპრილის აქციით. ერთადერთი, რაც მან დაინახა, ის იყო, რომ მიტინგზე პრეზიდენტის გამოჩენა პარტიის ყველა წარმომადგენელს არ ესიამოვნა:
”რა უნდათ, მაინც ვერ გავიგე. თუ მოთხოვნა ის არის, რომ ევროპისკენ მიდიოდნენ, როგორ მივიდნენ, დავინახეთ კარგად; ამ მისვლას რამდენი რამეც შესწირეს, ესეც დავინახეთ და როგორ მივალთ ჩვენ ევროპასთან, მაგას დავანახვებთ”.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა პრობლემები აქვს და გამოსვლებისას პოლიტიკური მიცვალებულების ტექსტები ისმოდა:
”მე არ მჯერა „ნაციონალური მოძრაობის“ აღორძინების და ამას ვერ ვხედავ. ჩვენ სხვა რამეს ვხედავთ - მიმდინარეობს ცენტრიდანული მოძრაობა მათ პარტიაში, აქვთ შიდა პრობლემები, ერთმანეთში დაპირისპირება და ვისი პარტიაა, ბოლოს და ბოლოს, ქარდავასა და ახალაიასი, თუ მერაბიშვილის და სააკაშვილის, ვერ გავერკვიეთ”.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული მიტინგი, დევიზით ”ევროპული არჩევანი”, 2 საათში დასრულდა, დასრულდა ექსცესების გარეშე, მშვიდ გარემოში, საქართველოს ჰიმნის თანხლებით.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა 19 აპრილს "ახალი ეროვნული მოძრაობის" დაწყების შესახებ ამცნეს საზოგადოებას. "ახალი ეროვნული მოძრაობის" მიზნებზე ვრცლად ისაუბრა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ. მისი განმარტებით, „ახალი ეროვნული მოძრაობა“ სამ მნიშვნელოვან პრინციპს დაეფუძნება. ესენია: ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება, პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება და ქვეყნის მოდერნიზაცია, გლობალურ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ფუნქციის ახლებური გააზრება. გიორგი ვაშაძემ „ახალი ეროვნული მოძრაობის“ ფარგლებში საქართველო-რუსეთის ურთიერთობის არსიც განმარტა:
”ახალი ეროვნული მოძრაობა, ეს არ არის რუსეთის სიძულვილი, და ამას მინდა განსაკუთრებით ამ შეხვედრაზე გავუსვა ხაზი, ეს არის ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, იმისთვის, რომ მათ ჩვენი პატივისცემა, ჩვენი ღირსეულ პარტნიორად ყოფნა აღიქვან და, რაც მთავარია, ამას საქართველოს გაერთიანება მოჰყვეს აუცილებლად და ეს ჩვენი შეუბღალავი მიზანია, ყველასი ერთად”.
როცა ჩვენი ხელისუფლება იყო, ჩვენი ოპოზიცია იდგა მოღალატეობის პოზიციაზე და ჩვენი ოპოზიცია იღვიძებდა დილით იმითი, თუ როგორ მიყიდვოდა მტერს, როგორ წასულიყო კრემლში, როგორ ჩაებარებინა აღლუმი პუტინთან ერთად და თქვენ გყავთ ოპოზიცია, რომელსაც უყვარს ქვეყანა...მიხეილ სააკაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც 21 თებერვალს დააანონსა 19 აპრილის მიტინგი, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ გამოსვლისას თქვა, რომ 19 აპრილი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში და ამ დღის შემდეგ ვერც ივანიშვილი, ვერც მისი მინისტრები, ვერც პუტინი ვერ გაბედავენ იოცნებონ, რომ საქართველო ოდესმე დაშორდება ევროპას. ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა თავისი ენერგია - და თუნდაც თავისი ფული -მოახმაროს საქართველოს კეთილდღეობას. სხვა შემთხვევაში მან შეიძლება საკუთარი ვადა ბოლომდე ვერ მიიყვანოს:
”თუ ბიძინა ივანიშვილს უნდა საქართველოს ისტორიაში დარჩეს ადამიანად, რომელმაც თუნდაც რაღაც გააკეთა, მას აქვს ამის შანსი და ჩვენ მზად ვართ, თუ ამას გააკეთებს, მხარი შევუწყოთ, მაგრამ ჯერჯერობით ამ მთავრობას ტყუილის, შანტაჟის, კომპრომატების გამოყრის გარდა, არაფერი გაუკეთებია და ამ გზით ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ჩაეწეროს არაპოპულარული პოლიტიკოსების სიაში და არ მიეცეს მას საშუალება ბოლომდე მიიყვანოს საკუთარი ვადა”.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციას მომიტინგეების რიგების გავლით შეუერთდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან ტრიბუნიდან მიმართა საზოგადოებას და ხელისუფლებას და განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული და არის კონსტრუქციული ოპოზიცია:
”როცა ჩვენი ხელისუფლება იყო, ჩვენი ოპოზიცია იდგა მოღალატეობის პოზიციაზე და ჩვენი ოპოზიცია იღვიძებდა დილით იმითი, თუ როგორ მიყიდვოდა მტერს, როგორ წასულიყო კრემლში, როგორ ჩაებარებინა აღლუმი პუტინთან ერთად და თქვენ გყავთ ოპოზიცია, რომელსაც უყვარს ქვეყანა, ამიტომ ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენ უღალატოთ ქვეყანას, თქვენ განუდგეთ ქვეყანას და თქვენ ჩააბაროთ ქვეყანა ქვეყნის მტრებს”.
19 აპრილის მიტინგი პრეზიდენტის გამოსვლით დასრულდა. აქციას, გავრცელებული ინფორმაციით, 5-დან 10 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე მისული ადამიანები იმეორებდნენ იმ სიტყვებს, რომლებიც მიტინგის დაანონსების შემდეგ ისმოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ლიდერის მხრიდან:
რა უნდათ, მაინც ვერ გავიგე. თუ მოთხოვნა ის არის, რომ ევროპისკენ მიდიოდნენ, როგორ მივიდნენ, დავინახეთ კარგად; ამ მისვლას რამდენი რამეც შესწირეს, ესეც დავინახეთ...დავით საგანელიძე