ჯონ კერი: ჩრდილოთი კორეის მუქარა მიუღებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეის მხრიდან ომით მუქარა მიუღებელია, და რომ აშშ, თუ საჭირო გახდა, დაიცავს თავის მოკავშირეებსა და საკუთარ თავს. სეულში გამოსვლისას, კერიმ ასევე გამოაცხადა აშშ-ის და სამხრეთ კორეის სურვილი, რომ მათ სურთ კორეის ნახევარკუნძული იყოს ბირთვული იარაღისგან თავისუფალი. კერის ვიზიტამდე გავრცელდა აშშ-ის სამხედრო დაზვერვის ცნობა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ შესაძლოა მოახერხოს ბალისტიკური რაკეტის ბირთვული ქობინით აღჭურვა. აშშ-ის თავდაცვის უწყების თანახმად, ჩრდილოეთ კორეას სრულად არ გამოუცდია ასეთი იარაღი და არ უჩვენებია, რომ ასეთი ბირთვული რაკეტის გატყორცნის უნარი აქვს.