დღეს რომის პაპ ფრანცისკეს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. ათეულობით ათასი ადამიანი დაესწრება საზეიმო წირვას წმინდა პეტრეს მოედანზე. სტუმრებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის: არგენტინის პრეზიდენტი - კრისტინა კირხნერი და გერმანიის კანცლერი - ანგელა მერკელი. სტუმრებს შორის იქნება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მოელიან, რომ ცერემონიას დაესწრება მსოფლიო პატრიარქი ბართლომე. 1054 წლიდან დღემდე პირველად მოხდება, რომ რომის პაპის საინაუგურაციო წირვას მართლმადიდებელ ქრისტიანთა სულიერი ლიდერი დაესწრება.