საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ უფლებამოსილება შეუჩერა არხის გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს. ცნობების თანახმად, სამეურვეო საბჭოს წევრები თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლების მიზეზად ასახელებენ იმ ფაქტს, რომ მან ვერ შეძლო არხზე შექმნილი დაძაბულობის განმუხტვა. იუწყებიან აგრეთვე, რომ სამეურვეო საბჭომ მოუსმინა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ხათუნა ბერძენიშვილს, თუმცა, სამეურვეო საბჭოს კომპეტენციაში არ შედის სამსახურში ბერძენიშვილის აღდგენა. ცნობების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას შეასრულებს არხის მენეჯმენტის წევრი, გიორგი ბაქრაძე.