ალმა-ათაში დასრულდა ორდღიანი მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ყაზახეთის ამავე ქალაქში აპრილში ჩატარდება მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა შეხვედრის შემდეგ გამოთქვა იმედი, რომ ირანი დადებითად უპასუხებს მისთვის ალმა-ათაში წარდგენილ წინადადებას. ეშტონმა უარი თქვა დეტალების დაზუსტებაზე, ვიდრე ირანი დაასრულებს წინადადების განხილვას. მოლაპარაკებაზე ირანის წარმომადგენლის, საიდ ჯალილის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის წინადადებები „უფრო რეალისტურია“, ვიდრე წინათ შეთავაზებულები იყო.