ერგნეთში ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

Your browser doesn’t support HTML5

საზოგადოებრივი კავშირი „დროას“ წევრებმა ერგნეთში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს. ე.წ. საზღვრიდან, რუსების საგუშაგოდან ოციოდე მეტრის დაშორებით, აქციის მონაწილეებმა მშვიდობის სიმბოლური ჯაჭვი შეკრეს, სანთლებით საქართველოს დროშა გამოსახეს და ოკუპირებული ტერიტორიისკენ მანათობელი ფრანები გაუშვეს. აქციის დევიზი იყო „დროა, დასრულდეს საქართველოს ოკუპაცია! დროა ერთობის! არა ოკუპაციას!“