დაღესტანში თვითმკვლელმა ოთხი პოლიციელი მოკლა

დაღესტნის რესპუბლიკის პოლიციის ცნობით, სულ მცირე ოთხი პოლიციელი დაიღუპა და კიდევ ექვსი დაიჭრა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. როგორც იუწყებიან, თავდამსხმელმა თავი მანქანაში აიფეთქა, როცა ის პოლიციის გამშვებ პუნქტზე გააჩერეს, ქალაქ ხასავიურტის შემოგარენში. პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.