ერაყში ექვსი ადამიანი დაიღუპა სარაკეტო იერიშის შედეგად

ერაყის პოლიციის განცხადებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა ბაღდადთან, ირანელი ლტოლვილების ბანაკზე სარაკეტო იერიშის შედეგად. დაიჭრა 40-ზე მეტი პირი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ბანაკს თავს აფარებს 3000-ზე მეტი ადამიანი, რომელსაც კავშირი აქვს ჯგუფ „მუჯაჰედინ-ე-ხარკთან“, ირანელების ოპოზიციურ, პარიზში დაფუძნებული ორგანიზაციის სამხედრო ფრთასთან. ბანაკი ითვლება მათ დროებით თავშესაფრად, სანამ გაერო მუშაობს ემიგრაციაში მათ დასასახლებლად. ირანში მათი დაბრუნება შეუძლებლად არის მიჩნეული, თეოკრატიული რეჟიმთან ხანგრძლივი დაპირისპირების გამო.