ევროსაბჭოს თანამომხსენებლები გმობენ თბილისში ძალადობას

საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენელბელი, მიხაელ ასტრუპ იენსენი და ბორის ცილევიჩსი გმობენ ძალადობას თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველწლიური მოხსენებით უნდა გამოსულიყო. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ძალადობის ადგილი არ არის“ დემოკრატიულ საპროტესტო აქციაზე. იენსენი და ცილევიჩსი ყველა მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ქმედებისაგან, რომელმაც შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა. ისინი ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, სრულად იქნეს გამოძიებული ძალადობის ფაქტები და, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, პასუხისგებაში მისცენ დამნაშავეები.