ნეთანიაჰუ გეგმავს ფართო კოალიციის ფორმირებას

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს განაცხადა, რომ სურს „ფართო და სტაბილური“ კოალიციის შექმნა, გასულ კვირაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პრეზიდენტმა შიმონ პერეზმა ნეთანიაჰუს უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს მთავრობის ფორმირების თხოვნით. დღეს გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელს მნიშვნელოვანი საფრთხეები ემუქრება - მათ შორის სირიის ქიმიური იარაღის და ირანის ბირთვული პროგრამის სახით - და ამ სირთულეებთან გამკლავებას მხოლოდ ძლიერი კოალიცია შესძლებს. დღეს უფრო ადრე ისრაელის ვიცე-პრემიერმა, სილვად შალომმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გასულ კვირაში ნეთანიაჰუმ დახურულ კარს მიღმა გამართა შეხვედრა, სირიის ქიმიური არსენალის საკითხის განხილვის მიზნით. მისი თქმით, სამხედრო მოქმედების გეგმა შედგენილია იმ შემთხვევისთვის, თუკი სირიის მთავრობა დაკარგავს კონტროლს თავის ქიმიურ იარაღზე.