ალიასკის სამხრეთსა და კანადის სანაპიროზე გაუქმებულია ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება

ალიასკის სამხრეთსა და კანადის სანაპიროზე მდებარე რამდენიმე რაიონში გაუქმებულია ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება. გაფრთხილება შაბათს გამოცხადდა ალიასკის სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. 7,5 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ კრეიტიდან დასავლეთით, 95 კილომეტრზე მდებარეობდა.