რამდენიმე ქვეყანაში უკვე დადგა 2013 წელი. ახალ წელს, თბილისის დროით, 14 საათზე შეხვდნენ, მაგალითად, სამოაში, რომელსაც 15 საათზე მოჰყვა ახალი ზელანდია. შთამბეჭდავ საახალწლო ზეიმებს, კონცერტებსა და ფოიერვერკებს მოელიან სიდნეიში, პეკინში, დუბაიში, რიო დე ჟანეიროში, სხვა მეტროპოლიებში.