ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების განახლებულ ხედვას, აქტიურად ჩაერთვება აგრარულ სფეროში დაგეგმილ პროექტებში და ამ პროექტებში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 50 მილიონი დოლარის ჩადებას აპირებს. - ამის შესახებ დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ განაცხადა ამერიკაში სამუშაო ვიზიტის შეჯამებისას. მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა სერვისცენტრების ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომელიც მოემსახურებიან ფერმერთა ასოციაციებს, კოოპერატივებს და მეწარმეებს.