ტიმოშენკო საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება

უკრაინის გაერთიანებულმა ოპოზიციამ, „ბატკივშჩინამ“ თავის კანდიდატად საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2015-ი წლისთვის, წარადგინა საპატიმროში მყოფი იულია ტიმოშენკო. გადაწყვეტილება კიევში მიიღეს, ოპოზიციის გაფართოებულ შეხვედრაზე. ტიმოშენკოს კანდიდატურა წარმოადგინა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, არსენი იაცენიუკმა, რომელმაც თქვა, რომ ტიმოშენკოს შესახებ გადაწყვეტილებას ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო რამდენიმე თვეში მიიღებს და ის შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას.