ბრიტანეთი, საფრანგეთი და შვედეთი პროტესტს გამოთქვამენ ისრაელის გადაწყვეტილების გამო, 3000 ახალი საცხოვრებელი ერთეული ააშენოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ისრაელის საგარეო უწყების პრესმდივნის ინფორმაციით, პარიზში, ლონდონსა და სტოკჰოლმში ისრაელის ელჩები დაიბარეს მათთვის ოფიციალური საჩივრის გასაცნობად. მანამდე, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა გამოთქვა შეფასება, რომ თუ ისრაელი ებრაელი მოსახლეებისათვის მართლაც ააშენებს ახალ დასახლებებს პალესტინელების ტერიტორიაზე, ეს იქნება „თითქმის საბედისწერო დარტყმა“ სამშვიდობო პერსპექტივისათვის. ისრაელის განცხადება, რომ აპირებს 3000 ახალი საცხოვრებელი ერთეულის აშენებას, გაკეთდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინელებს მიანიჭა გაეროს „არაწევრი სახელმწიფოს“ სტატუსი.